კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 01:34

 

შემიცვალეს ბედისწერა,

სხვისი გზებით ვიარები,

სხვამ ჩემი მზე შეიფერა,

მე კი მისი იარები.


ვინც აკვანი დამირწია,

ვინც მეგონა დედაჩემი,

მისმა ლოცვამ არ მიწია,

ალბათ იყო განაჩენი.


ბედმა და-ძმაც შემიცვალა,

ვერსად ვპოვე ჩემი მსგავსი,

სულში ეჭვი შეითვალა,

ყველაფერი არის ფარსი.


ამერია დაწყობილი

ფიქრები და აზრთა კონა,

რომ მეგონა ჩემი იყო,

სხვისი ქმარი ჩამეკონა.


უყურებ და ვერ ვიცანი,

შვილში ჩემი სისხლის წვეთი,

როცა თავის მოკვლა ვცადე,

ჩემს მხარეზე დადგა ღმერთი.


ბედისწერამ გაიმეტა

ჩემთვის სხვისი იარები,

მისთვის ცაზე მზე ანათებს,

მე გოლგოთით ვიარები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა ცინცაძე  • • •   ნანა ცინცაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen