|
შენ რომ თუნგი ჩაგივარდა ჭაში, ჭას რომ ჰქონდა უსაშველო სიღრმე: ტოლებში რომ ამარჩიე მაშინ, ამარჩიე და საშველად მიხმე.
ჩანგალზე რომ თოკის ბოლო შევსკვენ, ჭის უბეში შენი ლანდი ჩანდა, დავიხარე ლანდისა თუ შენსკენ.
სიყვარულის არაფერი მჭირდა, მაგრამ მაშინ იმ ბედნიერ ჩანგალს შენი ლანდიც თან ამოჰყვა ჭიდან.
ჯადოა თუ საზღაური შრომის, რომ მას შემდეგ ყველაფერი მიყვარს, ამ ცასა და დედამიწას შორის. |


