კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 15:36

 

ქმნადი მით უფრო. მშვენიერია,

ნივთიერება მისთვის რჩეული -

თუ ცბიერია:

ლექსი, მარმარი, ან რკინეული.

ყველა ხუნდები დასწყევლე კრული.

სუსტი ნაბიჯით გაიკურნები,

როს კოტურნები

ექნება მუზას თასმით შეკრული.

ნუ გინდა რიტმი სადა, ქებული,

დიდ ფეხსაცმელთან შესადარები,

დღეს მიღებული,

და ყველასაგან დღეს ნატარები.

შენ, მოქანდაკე, რბილ თიხას მზიურს

ამაოდ ნუ სრეს მაგარ თითებით,

როცა ზეციურს

და შორ ოცნებას ეჯირითები.

სძლიე კარრარის ავი ნამორი

და შეებრძოლე უდრეკელ პაროსს,

რომ ნიამორი

ოცნება შენი ქვამ ჩაიბაროს,

შენ გამოჰკვეთე აჩრდილთ ნაოში,

დღეს იმალება სირაკუზების

შავ ბრინჯაოში

მარადი სახე ამაყ მუზების.

თუ ხელი საკვეთს დიდხანს ერიდა,

ახლა სხვა ხაზი შენ შემორკალე,

და გიშერიდან

თვით აპოლონი ამოვა მალე.

მხატვარო! ნახე გზა საყვარელი -

ახლა ნუ გინდა სადა ფანქარი

და აკვარელი.

ცეცხლში დაადნე შენ მინანქარი.

სირინოზების შეჰქმენი ტევრი -

ჯარი ლურჯთვალა, კუდიან დების.

დევები ბევრი -

საშინელება ოქროს ღერბების.

სამსართულიან ალში ზმანება

წმინდა მადონის და მაცხოვარის.

ცეცხლოვანება

გოლგოთასი და ლათინურ ჯვარის.

უკანასკნელად ყოველი კვდება.

ხელოვნებაა მარად ძლიერი

და ქანდაკება -

თვით სახელოვან ერზე ხნიერი.

მშრომელის ხელით მოინახება

მიწის უფსკრულში მედალი - არის

მასზედ სახება

გადავიწყებულ ძველ კეისარის.

ღმერთებსაც სცელავს სიკვდილი ბასრი,

და მუდამ ლექსი დარჩება მხოლოდ,

ფოლადზე მკაცრი -

მარადისობის ამაყ სიმბოლოდ.

ჰქმენ მედალები შენ დასადაღი!

და წარმავალი შენი სინაზე -

ოცნება ლაღი -

აღიბეჭდება მარად რკინაზე!

 

პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen