კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:38

 

მაინც ცბიერმა და მუხანათმა 

ჩემს ლექსებს მუზამ უღალატა. 

ისეთი წყურვილის თვალი იყო, 

რომ მისი დაკარგვა ბრალი იყო.


ან ამას რაგვარად ვიგონებდი, 

თორემ სულ გვერდით ვიყოლებდი.

ხელზე შემოჩვეულ ბატკანივით

სულთქმამდე მყავდა ატანილი.


როს ვეგდე სიზმრების საკინძესთან, 

იგი სიხარულით მაღვიძებდა, 

და თითქოს რაღაცას მაშურებდა -

მანგრევდა. მაქცევდა. მაშენებდა.


იმ შემორჩენილი გუმბათებით 

აჰა, დიდ საუფლოს ვუბარდები. 

მაინც ცბიერმა და მუხანათმა 

ჩემს ლექსებს ბოლოს უღალატა,


ახლა ვზი ოქტომბრის ჭახჭახა მთვარეში,

მე და ცა ერთმანეთს ვუყურებთ თვალებში, 

და მწვანე კაბითა და შავის რიდითა 

ხანდახან ვტირივარ რიდითა დიდითა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნაზი კილასონია  • • •   ნაზი კილასონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen