კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:00

 

 

ეს რა სინათლეს მნათობი ისვრის.

რა შუქთა სვეტი,

რომელი მთიდან სიმღერა იძვრის

და ცეცხლის წვეთი?


ეს რა მზიანი კვამლი მოედო

ჰანგებს რგოლებად,

თუ შენს სიმღერას და სისხლს, პოეტო, 

სძლევს დაბრკოლება?


მაგრამ ბრწყინვალე ხმა ამოენთო

და მოიჟღერა

ეს სიმღერაა შენი, პოეტო,

ბრძოლის სიმღერა.


იმღერე - როგორ ამოენათა

მზეთ რტოვანება, 

როგორ ავარდა 

ოკეანეთა ახმოვანება.


მსოფლიოს ხმათა ყველა ხვეული 

იძროდეს მარად -

ერთ მთლიან ჰიმნად გადაქცეული, 

ერთ მთლიან ქნარად.


ჰიმნად, რომელიც დღეს აღტაცებულ

ხმით იზეპირებს,

იმ საარაკო ომში დაცემულ

და ცოცხალ გმირებს.


მათ ხომ მარადისს, უკვდავ შინაარსს

დიადად მწვავე

და გენიალურ ჰარმონიის აზრს 

შესწირეს თავი!


მათი გზა, რადაც არ უნდა ღირდეს

ჩვენი ღონეა -

ის ჰარმონია უნდა დამკვიდრდეს,

ის ჰარმონია!


და ჩვენი დროშაც, ქარითა თუ მზით 

რაც ემართება -

იმ დიდებულად მოელვარე გზით

მიემართება!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen