კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:08

 

სად წასულხარ, სად გივლია, 

ვერ გპოულობ ჩემო შვინდავ!

ეს ცხოვრები ნუთუ ასე 

უღიმღამოდ გამიფრინდა?!


რა სიზმარი იყო მაინც?

რა ზმანება იყო? ნუთუ 

ბოლო მალე მოეღება

სულის ჩქროლვასა და რუდუნს?


ნუთუ სული და სხეული 

არის უკვე მზარეულის 

დანასავით გაცვეთილი, 

ნახმარი და გალეული?


არა! არ მშურს მე იმ კაცის, 

წარსულის რომ იმკის ნაყოფს, 

ქუჩაში რომ მიაბიჯებს 

და თავისთვის ლაპარაკობს.


რა სიზმარი იყო მაინც?

რა ზმანება იყო? ნუთუ 

ბოლო მალე მოეღება

სულის ჩქროლვასა და რუდუნს?


მთელდებოდა მხოლოდ შენით 

გული ჩემი დაკოდილი 

და შენი ხმა სულს მიწეწდა 

რეგტაიმის აკორდივით...


მე შენ მყავდი სანუგეშოდ,

საიმედოდ, საოცნებოდ 

და შენ შემრჩი ამ ცხოვრების 

სიზმრით დღემდე გაოგნებულს.


ო, მე განა ბევრი მსურდა 

მხოლოდ სახარულის ექო,

რომ ღიმილი შენს სახეზე

ძლივს მოსული არ გამექრო...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen