|
ისევ გაწვიმდა... წვიმა ბიჭივით ჩამოეკიდა ტრამვაის ვაგონს, მიეკრა ფანჯრებს და ფერდაკარგულ დიდი თვალებით შემოიხედა მგზავრები თვლემდნენ, ან უხალისოდ აშრიალებდნენ საღამოს გაზეთს...
და ძირს დაშვებულ, მოწყვეტილ ხელში ეჭირა სველი ნეკერჩხლის ტოტი.
რტოშეტეხილი ხე იდგა სადღაც... და მე ვხედადი დანით ამოჭრილ უამრავ სახელს, გულსა და ისარს, წუხილს და ვნებას, სევდას და იმედს, ქალის და კაცის მარტივ სურვილებს.
და ძირს დაშვებულ, მოწყვეტილ ხელში ეჭირა სველი ნეკერჩხლის ტოტი.
ღია თვალებით წოლა და ფიქრი... და ფანჯარაზე, მაღალ სურაში - გაჩაღებული ნეკერჩხლის ტოტი...
მიირწეოდა ტრამვაი ბინდში... |


