|
მხარი მხარს, მხარი მხარს, კოლექტივო, მხარი მხარს, აბა ჰე, აბა ჰე, აბა მივცეთ მხარი მხარს.
თავისუფალ მთა და ბარს, მივიდეთ, მივუდგეთ გაერთიანებულ ჯარს.
ჩავეჭიდოთ გუთნის ტარს. ჰარიქა, ბობოლა ძველ ღობეებს უვლის გარს.
ველით მანქანების ღვარს. მხარი მხარს, მხარი მხარს, კოლექტივო, მხარი მხარს,
ცეცხლმოდებულ მთა და ბარს! დროშებით მივუდგეთ გაერთიანებულ ჯარს,
ახალ საქართველოს დარს, მეხი მეხს, ქარი ქარს! ჩვენ კი მივცეთ მხარი მხარს! |
| პოეზიის გვერდი • • • |


