კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:22

 

დიდი ხანია დაგეძებ

პირიმზევ, სატრფოვ გულისა,

მაგრამ ვერ გპოვე, სიცოცხლევ,

ყვავილო სიყვარულისა!


ბარად აღარ ხარ... გრძნეული

ვერ დაგინახე თვალითა;

მთას ხომ სულ აღარ ეწვევი,

მარად დაბურულს თოვლითა!..


ქარიშხალს გაჰყე - არ ვიცი,

თუ აღმოსავლის ზენამა

დაგბერა... შორს წარგიტაცა

დუხჭირ ცხოვრების დენამა?


თუ მუხთალ მტერმა ხელთ გიგდო,

გამოგამწყვდია საკანში,

მაგრათ ჩაგიკრა ხელ-ფეხი

უსამართლობის აკვანში?


თუ ზღვის საამო ჩურჩულმა

წაგიტყუილა თვისკენა,

გულს ჩაგიკონა, დაგძლია, -

აწ აღარ გიშვებს ჩემსკენა?


არ ვიცი... მარად დაგეძებ

მთა - ბარად, ყვავილთ შორისა...

ვაჰ, რა ძნელია დაკარგვა

საყვარლის, სულის სწორისა!


ხშირად რუს ახლო, მწვანეზე,

ტირიფის ჩრდილ ქვეშ მწოლარე,

ყურს ვუგდებ იმის ჩუხჩუხსა

გულ-დაკოდილი, მწუხარე.


ბულბულსაც ვუსმენ, როს სატრფოს

უგალობს ტკბილსა ჰანგებსა,

ხან ალხენს მსმენელს, ხან გრძნობით

აუშლის შავსა დარდებსა.


მაგრამ მათ ხმებში ვერ ვპოვე

შენი ხმა ნაზი, ნარნარი.

და მწარე ფიქრებს ვეძლევი,

უშენოთ დამწვარ-დამდნარი!..


ხშირად ჩასვლისას, როცა მზე

შეათამაშებს სხივებსა

და მკრთალ სინათლეს მოაფენს

მინდვრისა ვარდ-ყვავილებსა,


დაგეძებ, მაშინც დაგეძებ,

მგონია მათთან გაქვს ბინა,

მსურს გნახო... გრძნობით სიმთ გავკრა,

სიმღერათ დავდნე შენს წინა.


მაგრამ ვერ გპოვე ბედ - კრულმა

სიცოცხლე, ჩემი მზიანი,

და სოფლად, როგორც ეული,

დავდივარ შენი მგოსანი!


უკვე დაბნელდა. ჩემს ცაზე

გაეკრა შავი ღრუბლები,

მთვარე წყვდიადმა ჩაყლაპა, -

არ ნათობს იმის სხივები.


საშიშარია მგზავრობა,

ბნელში სვლა გასაჭირია.

ამ ტიალ ღამით მოარულს.

დიდი სიფრთხილე სჭირია.


მაგრამ მივდივარ... მშიშრობა

რა წესი არის ვაჟკაცის!

ვინც გასაჭირსა გაურბის,

ვით ჩაითვლება კაცად ის?


დაე ამქუხრდეს თუ გინდ ცა,

დამსეტყვოს შეუპოვარი,

უკან მაინც არ დავიხევ,

მტრისათვის ჭირის მთოვარი.


განვაგრძნობ წინსვლას... შევარყევ

სამყაროს მიძინებულსა

და გამოვიწვევ მაშველათ

ბედისგან დაჯაბნებულსა.


მოვივლი კიდით-კიდესა.

შევძრავ ზღვის უფსკრულს ტიალსა,

ავაწიოკებ ყოველ არსს

ცას ვასმენ იმათ ღრიალსა;


და მაინც, მაინც მოგნახავ,

დავამსხვრევ შენსა საკანსა,

დაგიხსნი... ყელს მოგეხვევი

სატრფოს, სიცოცხლის საგანსა!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen