კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:10

 

შემთბარი ვარ ასი გრამით - არყით, 

გეფერები, რომ არ გითხრა რამე... 

თავდახრილი ჩამოგვყურებს არყი, 

თითქოს უკვირს ჩვენი სითამამე.


შეთქმულივით მდუმარეა ღამე, 

მთვარემ განგებ მოიხურა ჩადრი. 

კარგად იცის სიყვარულის ყადრი, 

მიტომ წელავს აჩქარებულ წამებს...


გეფერები, მაგრამ მხოლოდ ხათრით, 

ჩავლილია სიყმაწვილის ჟრჟოლა.

მხოლოდ წამით სისხლმა გაიბრძოლა 

და მთვარემაც გადაიძრო ჩადრი.


მკრთალ სხივებში უკვე მოჩანს სრულად 

სინამდვილე თავის კუშტი ფერით...

თითქოს სახლის გადაგვხადეს ჭერი, 

თითქოს არყიც თავს დაგვყურებს მტრულად.


ხოლო ხელი, სალუქი და თბილი, 

ყელზე ისევ მახვევია გველად... 

თუმცა უკვე გაჭრილი ვარ ველად, 

შენთან დარჩა მხოლოდ ჩემი ჩრდილი.


შორიდან კი თანხმობაა სრული, 

გახსნილია დაკეტილი ბჭენი... 

ადვილია მოტყუება შენი,

მაგრამ რა ვქნა, არ ტყუვდება გული!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen