კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:42

 

 

დიდხანს ვსძებნე იდეალი,

მაგრამ არსად მოინახა!

დღეს ავაღე ყველას თვალი

და ვიცინი: ხა, ხა, ხა, ხა!


ჩვენი ცხოვრების სარკეში

თვალთ-მაქცობა ჩაისახა!

რა იმედი! რის ნუგეში!

მეცინება: ხა, ხა, ხა, ხა!


ბევრი ვნახე ჩამოსული,

ჩვენში ბრძოლა განეზრახა,

მაგრამ გადუბრუნდათ გული

სასაცილოდ: ხა, ხა, ხა, ხა!


მოიშალა რა ფაფხური, 

ცხოვრებით რა შეილახა, 

მტერს დაუწყო სამსახური

და შესცინის: ხა, ხა, ხა, ხა!


ადრე დასცინოდა ტუზებს,

დღეს თვით დაუღია ხახა,

და უსაქმოდ ჰყლაპავს ბუზებს,

მეცოდვება: ხა, ხა, ხა, ხა!


ვინც რომ გუშინ ქვეყნის მტერსა,

გამბედავად შეუძახა,

დღეს ულოკავს ფერხთა მტვერსა

და შესცინის: ხა, ხა, ხა, ხა!


კაცი იყოს, გინდა ქალი 

ჩვენში ყველა არის გლახა;

და რად ვსძებნოთ იდეალი?

სჯობს, ვიცინოთ: ხა, ხა, ხა, ხა!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen