კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:50

 

კაცმა არაყი გადაჰკრა,

ერთი, პატარა ჭიქითა,

გონებისაკე გასწია,

სასმელმა ნელი ბიჯითა.


კარზედ მიადგა, წყნარი ხმით

ეძახის: „ვარ სტუმარიო,

მშიერ-მწყურვალი მოვსულვარ,

მოდი, გამიღე კარიო“.

იმანაც შეიპატიჟა:

"სტუმარი ღმრთისა არიო".


ეხლა მეორე გადაჰკრა...

არაყი ზევით გაეშვა,

გონების კარზე მიუხდა,

ირეკავს, აღარ მოეშვა.


გონებამ ჰკითხა: "ემანდა

კიდევ ვინ აწკარუნებო?"

- მეც სტუმარი ვარ. მიმიღე,

უკან ნუ გამაბრუნებო.


- თუმც აღარ იყო ადგილი,

მაგრამ რა გაეწყობაო,

უნდა მიგიღო შენაცა...

თორემ ღმერთს ეწყინებაო.


როცა მესამეც გადაჰკრა,

არაყმა აღარ ეძახა:

გაჰკრა და მოურიდებლად

გონების კარებს ეჯახა.


თვითონ შეაღო და შედის

მასპინძელს აღარ დაჰხედა,

ამ ახირებულს სტუმარსა,

გონებამ აჰხედ-ჩაჰხედა

და ჰკითხა: „რად შაეთრივა,

თავი რად გაითავხედა“.


- ეგ თვითონ ვიცი, არ გკითხავ,

ბინა ხომ არის კიდეო?

- რას ამბობ, კაცო, სადღაა?

შენაც რომ შემოხვიდეო,

მაშინ მე უნდა ავდგე და

სულ კარში გამოვიდეო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen