კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:01

 

 

(სიყვარულის სიმფონია)

 

შენ ხავერდის ყვავილი ხარ,

ხან ტკბილი და ხან კი მწვავე,

შენ ნუკრი ხარ, ლაღი ნუკრი,

ტბის გულ-მკერდზე მოცეკვავე,


შენ ხარ რწმენის სამლოცველო,

გამოუცნობ გრძნობით სავსე,

შენს წიაღში მგოსნის სული

ჩავაქსოვე, მოვათავსე.


შენ ზამბახის ფურცელი ხარ,

სცურავ ნამში, ცად ირწევი,

შენ ვეზუვის ფრიალო ხარ,

მთა სასტიკი, ცეცხლის მფრქვევი.


ოლოლ! ოლოლ! მსურს ცრემლები

ციურ ჰანგად დავაგუბო,

მსურს აკვანი იყო შვების,

მსურს ოცნების იყო კუბო!


სევდის კუბო! სევდის კუბო!


შენს თვალებში ვჭვრეტ სამოთხეს,

ვჭვრეტ განთიადს, ვჭვრეტ შავ ღამეს!

შენს თვალებში ტალღას სძინავს,

ტალღას მშვიდს და მოკამკამეს,


შენს თვალებში ჰფეთქს სიცოცხლე,

ვეძებ აზრებს თავისუფალს,

შენს თვალებში ვხედავ ჩემს ღმერთს,

სულის კერპს და გულის უფალს!


შენს თვალებში კრთის ვარსკვლავი,

სტირს ტირიფი თავდახრილი,

შენს თვალებში კანდელს აქრობს

ზღვით ნატყორცნი სიო გრილი!


ოლოლ! ოლოლ! მსურს ცრემლები

გლოვის ჰანგად დავაგუბო,

მსურს აკვანი იყო ცრემლის,

მსურს ბუნების იყო კუბო!


გრძნების კუბო, გრძნების კუბო!


ზღვის ფსკერიდან ძვირფას ქვებს ვკრებ,

ვკრებ უცნაურ მარგალიტებს,

მზის სიცილი დავაფრქვიე

გადაზნექილ ვარდის კვირტებს,


ცის კამარას ჩავაგრიხე,

ჩავაგრიხე ცეცხლის სხივი,

ორთქლის კაბა გადაგაცვი,

ყელს დაგკიდე ნამის მძივი,


მთას მოვწყვიტე ნისლის ცრემლი,

ცას მოვწყვიტე ძალთა ძალი,

და ეგ ვარდი ისე მოვრთე,

ვით უმანკო პატარძალი.


ოლოლ! ოლოლ! მსურს მეც ცრემლი

უკვდავ ჰანგად დავაგუბო,

მსურს აკვანი იყო რწმენის,

მსურს სიცოცხლის იყო კუბო,


მგოსნის კუბო! მგოსნის კუბო!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen