|
შენ მოათენე პირის ნათელით, რაც ქართლს წყვდიადი დაებურუსა, შენ ერთს გიგონებს შენი სამშობლო დედას მშვენიერს, შუბლ-ასპიროზსა.
გვიამბობს ხალხი - შენი მკობელი, შენ სამშობლოს გულს გადაეფინე, როგორც ყვავილი დაუჭკნობელი.
ისე ერთი ხარ ქართლში თამარი, ისე ერთია რუსთველის გული, შენის ნათელით ნათამამარი.
დღეს რომ მსოფლიო გადაანათა, რაც გულს ენთება, რაც ეღმერთება, უფრო ბრწყინვალებს თანისთანადა.
სამშობლოს მახვილს სხივად მოება, - შენი ღიმილი, შენი ლეჩაქის წმინდა ნაჩრდილის უმანკოება.
სამშობლოსათვის მწარე ჭრილობით, რადგან არ გიყვარს, არც გყვარებია მონის სიცოცხლე შიშმორჩილობით.
ვით შენი შუქი არ გაცივდება, და შენი ლამაზ ხელით ნარწევი, ბრწყინავს აკვანი - ქართლის დიდება! |
| პოეზიის გვერდი • • • |


