|
რად გამიმეტე ასე დედილო, ვით განიზრახე ჩემი ღალატი, სირცხვილით ვის გსურს გააგებინო, რომ შვილს ჩააცვი მგოსნის ხალათი.
მიფრთხობენ სიზმრებს შლეგა ქარები, მე თავზე ეკლის ჯიღა მახურავს და შეშლილს მიგავს ხშირად თვალები.
ჩემგან რა წყენა მოგაგონდება? ჩემს ტვინში ახლაც ლექსი ნებივრობს და, იცი, ტანჯვა მიახლოვდება?
მოგეცა ჩემთვის ნიჭი მეგუთნის. იცი თუ არა, დედავ, დედილო, რომ თავი ჩემი მე არ მეკუთვნის.
ავკვრივარ ქალაქს მზერადაღლილი, რომ ეს ცხოვრება მე ვერ გამართობს და მომკლავს სადღაც ქუჩის ძაღლივით.
ვით განიზრახე ჩემი ღალატი, სირცხვილით ვის გსურს გააგებინო, რომ შვილს ჩამაცვი მგოსნის ხალათი. |


