კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:44

 

ათასი თვალი დამაცილებს ქუჩაში მავალს,

ათასი ყური - დაცქვეტილი, სმენად ქცეულა.

ვინ იცის, რას არ დამწამებენ, მრავალს და მრავალს,

ჭორადასხმული, წელისწყვეტით დამაქვს სხეული.


და ზოგჯერ ხდება, ამღვრეულ თავს მიწამდე დავხრი,

როდესაც ვისმენ უგუნურთა უაზრო ბოდვას,

რა გინდა რომ თქვა, მართალია ღმერთი და ხალხი,

რადგან ვატარებ სიყვარულის უმძიმეს ცოდვას...


უნდა წაგშალო ჩემი ხსოვნის ყველა ბწკარედში,

რა სიკვდილივით აუცდენელ ტყვიად მეწვიე,

ვერ დავივანე შენს მხურვალე, ლამაზ ჰარემში,

ვერ შევეგუე ვყოფილიყავ შენი მზეწვია.


უნდა დაგშორდე, მოგონების სკივრი დავცალო,

დარჩენილ დღეებს გადარჩენით უნდა ვუშველო,

ოღონდ სულ ცოტა, სულ ცოტა ხანს უნდა მაცადო,

სანამ ვისწავლი არსებობას ქვეყნად უშენოდ...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen