კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:44

 

 

სალამი მეზღაპრევ, რად მოგიწყენია?

რად ფიქრობ დაშვებას აფრების?

სად არის ის ბავშვი, შენში რომ ცხოვრობდა,

ოცნება ჰქონდა და რამდენი?!


ჰეი, შენ მეზღაპრევ, ბედს რატომ ემდური,

სიზმრებს რად ამოსდე ლაგამი?

მერე რა, თუ აწმყო როგორიც გინდოდა

არ არის ისეთი ლამაზი...


ნუ შიშობ მეზღაპრევ, ჩადგება ზღვის ღელვა,

არაფერს გავნებენ ტალღები,

არ გინდა ლამაზი ოცნების დათმობა

ადექი, აშალე აფრები!


მიჰყევი დინებას, მხოლოდ წინ იყურე,

თამამად დალაშქრე ზვირთები...

შენ შენი არია ბოლომდე იმღერე -

ლოჟაში გიცდიან ღმერთები...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen