კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:10

 

 

 

ქუჩაში გავალ,

რომ თვალებმა დალიონ წყალი.

გავალ თუ არა,

მყის იკლავენ წყურვილს თვალები;

დედაქალაქში ზედმეტია ქათქათი მთვარის -

ქუჩებს სინათლედ ჰყოფნის შუქი ჩვენი ქალების.


გთხოვთ, მაპატიოთ ეს იაფი ქათინაური,

(მე, რა თქმა უნდა, არ შემშვენის ასეთი რამე).

- შენთვის ლეილა!

- შენთვის ლამრი!

- შენთვის ნანული! -

ვინ იცის, თეთრად გათენდება რამდენი ღამე.


ვინ იცის, ვაჟი თუ რამდენი ოცნებობს თქვენზე,

თქვენ კი...

ვითომცდა არაფერი,

კისკისებთ ლაღად…

რამდენ ყმაწვილკაცს აწერინებს, ვინ იცის, ლექსებს

თქვენი სილამაზე ახლა.


ალერსიანი თვალი ჩემი იცინის ხშირად.

რაც მართალია, მართალია - სიცოცხლე მიყვარს;

კარგია ქუჩა,

მზე კარგია,

კარგია დილა,

ეს ყველაფერი თუ არ გიყვარს,

რა ხარ და ვინ ხარ!


იცოცხლეთ ყველამ,

ყველამ დიდხანს იცოცხლოთ მინდა!

მაგრამ ყველაზე უფრო მიყვარს მე თქვენში ერთი!

იგი ჩემს თვალწინ შუქივით იდგა,

ამ ლექსს რომ ვწერდი.


იგი, არც ისე ლამაზია, მაგრამ კარგია!

და, რაც ყველაზე მთავარია,

მე მიყვარს იგი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen