|
არწივს რად ჰქვია არწივი?! სულ მუდამ ყივის არ წივის, ჭიუხთა ზედამხედველი, ფრთალეგაი და ფრთა-ცივი. კლანჭებს დეზები უმშვენებს - ძმადნაფიც ჯიხვის ყანწივით, სიმაღლეს შეეჭიდება, არ ეშინია - ქარ-ცივის.
არწივს რად ჰქვია არწივი?! სულ მუდამ ყივის არ წივის! ღმერთო არა ჰქნა არ ვნახო - ფრთამოტეხილი არწივი, ის ჩემი ლექსის მუზაა, ჩემი ცხოვრების ნაწილი.
ვგონებ არწივის სიცოცხლე - სიცოცხლე არის ნამდვილი! კლდისთავს ჩამოთვლემს წამიერ, რაის დაღლა და რის ძილი, არწივის თვალმა გაზომოს - ჩემი სიცოცხლის მანძილი!
სიკვდილის ფერი ფრთები აქვს, სიცოცხლის ფერი თვალები. ჩამოუქროლე ჭიუხებს - ფრთალეგაო და ფრთაცივო! სანამდის სცოცხლობ იყივლე და არ იწივლო არწივო! |


