|
აღსრულდა, რასაც ვნატრობდი, ვიცინი, აღარ ვტირია, კალამს მოეხსნა ბორკილი ამეხსნა ენა-პირია.
ვეღარ მაშინებს ჭირია, დაიქცა კერპთ სალოცავი, გამოეთხარა ძირია.
ოქროთ მორთული ვირია, დაეცნენ, პირქვე დაემხნენ, ვინც რომ ქვეყანა გვირია.
ხალხის შვილები გმირია, საძირკველი გვაქვს მაგარი, სალი კლდე, ქვა და კირია.
ჩვენ გამარჯვების ძვირია, მაშ, ვაშა რევოლუციას! ახლა კი მართლა ვყვირია! |
| პოეზიის გვერდი • • • |


