კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 12:52

 

მთარგმნელი: გივი ალხაზიშვილი

 

ბევრი ვიარე, ისევ იგივე

გაქცეულ სივრცის ნათება მკვეთრი,

ქვასავით მაგარ გზაზე ხრიგინით -

ხრიგინ-ხრიგინით მიგორავს ეტლი.


ეჟვნის წკრიალი ისმის, არ ქრება,

მე ვარ სნეული, გზად დანაცემი,

და გამოჩანან ნათელ ლაქებად

შორს მოლაქლაქე დედაკაცები.


ზვინებთან, სადაც ნარინჯისფერი

დგას ნეკერჩხალი უტყვი, ეული,

ჩამოიშალა ზეცა ცისფერი,

შავი ყორნებით დაფეთებული.


ვესტუმრებოდი ვინმეს სახლშიაც,

დაღლილი მყისვე ჩავიძინებდი,

მაგრამ სოფელი ისევ მაშინებს

მზეამრეკლავი ბრწყინვით მინების.


სახლს გვერდს ავუქცევ, მივდევ დაისებს,

ვშიშობ, არ შემხვდნენ ლანძღვა-გინებით,

და ისევ, ისევ, ისევ და ისევ

ამ მტვრიან გზაზე მივედინები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen