კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:02

 

სიყვარულის მგოსანო,

კურთხეულო ზენითა,

ჯადოსნობის სმენითა,

გამაგონე შენი ხმა

მაგ მოშაქრულ ენითა

და წარიღე გულის - თქმა

შორს... შორს აღმაფრენითა!


მეც შენებრ ვარ დასჯილი,

საესავო სულისა,

მეც შენებრ მწვავს სახმილი,

სევდა სიყვარულისა;

მაგრამ ვინ განმიკურნოს

მე, იარა წყლულისა,

შვება ვინ დამიბრუნოს,

სიყრმის გაზაფხულისა?


შენ თუ ზეციურ გზნებით,

ამუსიკებ ენასა,

სანეტარო ჰანგებით,

ჰხიბლავ არსთა სმენასა

მეც მასწავლე, რომ სულით,

შევუერთდე ზენასა,

მღერით გავყვე - გამოვყვე,

ცრუ საწუთროს დენასა!


ვიცი, მალხაზო, ჩვენი

სიცოცხლე ერთგვარია:

ხორცსა ჰკლავს მიწის სენი,

სული - ცას აბარია;

მაგრამ შენი სოფელი

უდარდელი, წყნარია,

ჩემი - ცეცხლის მშობელი

და, ვით ელვა, ჩქარია!


მე მიყვარს ეს სიჩქარე:

ცვლა დღისა და ღამისა,

სიყვარული ტკბილ - მწარე,

ტკბობა ყოველ წამისა;

საყვარელთან ლაღობა,

ჩქერა ვნების ნამისა,

გრძნობის ხმათა გალობა,

სიცელქე სიამისა...

სიზმარივით მიფრინავს

მაშინ ეტლი ჟამისა!


და ვაზისა ჩრდილებში,

როცა შენი ხმა წყნარი,

კვნესის ამ ჩემს ფიქრებში,

ზეციური, ნარნარი, -

თვალთ წინ მიდგება სახე

სიყვარულის, დამწვარი:

არ თავდება სამოთხე,

არ სჩანს კიდე - საზღვარი.


მაშ მასწავლე!.. და ვფიცავ:

სულს სიამით ავაფრენ,

სათნოებას დავიცავ,

სიმართლესა აღვადგენ

და ტკბილ სიცოცხლის ხმასა,

კიდით - კიდეს მოვაფენ...

მაშინ მთელ ქვეყანასა

შენზე უკეთ მოვალხენ!


განა მე - კი არ ვიცი,

მაგრამ ტყვე ვარ სოფლისა:

არც სიყვარულის ფიცი,

არც ალერსი მშობლისა,

აქ ბატონობს სურვილი,

ყველა ყრუ და ოხრისა

და მით შრება წყურვილი,

ზეცის მუშის ოფლისა!..


ეჰ, ბულბულო, ბულბულო,

კურთხეულო ზენითა, -

მოძმე, ერთად ვიმღეროთ,

ერთი ხმით და ენითა:

სანეტარო ჰანგები

ხალხს ვასმინოთ სტვენითა,

გავუქარვოთ დარდები,

აღვამაღლოთ სმენითა

და დროს გავყვეთ გალობით

შორს... შორს აღმაფრენითა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen