|
მეც მინახავს თვის სიბნელით თვალნი, ვითა მწყვდიადი, ისე ღრმად-ღრმანი, საშიშნი ცეცხლით, დაუმონავნი, ვით ქარიშხალში ავ-ფთონი ზღვანი.
რომ დაიდაგო მისის ნაპერწკლით, სიცოცხლესთანა სცნობ შერიგებას და არ ინდომებ სხვა ნეტარებას.
და არწივისა თავისუფლობა მათ დიდ მშვენიერ სიბნელის ტბაში, მათ გრძნეულ, უხმოდ, ცხად გამოთქმაში!
სიყვარულისთვის ცეცხლად ანთება და დიდ სურვილის უგუნურება რა მაცდურებით იქ იხატება!
გული სხვა გრძნობით მოჰყვება ძგერას: ჰგრძნობ, რომ საბრალო გული განგიწვეს და ჰძრწი, რომ სრულად მათ წარგიკითხეს.
მათგან უფრო ტკბილ არს დამონება! ვეძებ და ვეძებ აქ მე შავს თვალებს, მარამ რუსეთში ვინ დამანახვებს! |
| პოეზიის გვერდი • • • |


