|
ცხოვრობდა ერთი ასული სახელად ერქვა დეია, რამდენი ღამე უძილო ჩემს ფიქრთან გაუთევია.
ცხრა გორას გადაეფარა, წარბიც არ შეურხევია, ან ვისი ფარა ებარა?!
მაწვალა, ბევრი მიარა, როგორც სახადმა დამცა და დამაიარა.
ქვეყნად რამდენი იარა, ეს ფლიდი წუთისოფელი ვის ხელში გამოიარა:
რამდენი ვიშით დაღალა, რამდენის ცრემლი უღვრია ან ვისი გული ახარა.
ან ვისთვის დაუთენია, ალალად იმას შეერგე ვისაც ინდომებ, დეია. |
| პოეზიის გვერდი • • • |


