კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:09

 

შატილს გადიდდა ხოხობი,

გულდიდად დაჯდა ჯარზედა,

დაზარდა შვიდი წიწილი

არწივის ნაბუდარზედა;

შვიდნივ იზარდნენ ლომებად,

განთქმულნი დაღესტანზედა,

შვიდთავ უყიდა ჩაჩქნები,

შვიდთავ დაჰხურა თავზედა,

შვიდთავ უყიდა ფრანგული -

ხელი მიუდისთ ხმალზედა:

"შვილებო, მიხვალთ საომრად,

ფრთხილად იყავით გზაზედა,

შინამც ნურცერთი მომსვლიხართ,

თუ ვინმ გაჯობათ ცდაზედა,

თუ ის ქალ ახადის ციხით

აქ არ მამგვარეთ კარზედა! -

გზას თვითონ ჩაასწავლიდა, -

ჩაჰყეთო ფშავის წყალზედა..."

ახადს, გოდერძის ციხეო,

მოგადგნენ თენებაზედა,

სიმურგვლივ შემოგიარეს,

კარი გაგიღეს წამზედა;

თუ ეგრე მალე გაგტეხდნენ,

ქვაც ნუ გდებიყო ქვაზედა!

ცოტა ხან როგორ ვერ გასძელ,

ალი დაგხვიეს თავზედა,

გამაიყვანეს პირად მზე,

მოსტირის, მოჰყავთ გზაზედა;

ახადზე ჩამოატარეს,

გახდეს მათურის მთაზედა,

მიდიან, მიშილინდობენ,

მისაუბრობენ ცდაზედა,

წინ ფშაველ შამაეყარათ,

თხის ტყავი სცვავის ტანზედა,

დადგა და კითხვა დაუწყო:

"პასუხ მითხარით წამზედა,

ეგ ქალი საიდან მოგყავთ,

ცრემლი რომ მოსდის თვალზედა?!"

"ქალი ახადით მოგვყავის,

ბეგარ ავიღეთ ფშავზედა,

მაგის საქმარეც აქა გვყავ,

შატილს ჩამოვსხავთ ჯარზედა!"

"ვაჰმე, რა საქმე გიქნავისთ

ლაშარის ჯვარის ყმაზედა!

ბეგარს ვინ აგაღებინებთ,

ცხენისმჭამლებო ფშავზედა?!"

"რამ გადაგრია, ფშაველო,

რამ შაგაწყინა ჭკვაზედა?!

ჩვენ ვართ ხახაბის შვილები,

განთქმულნი დაღესტანზედა!

შენ წერას აუტანიხარ,

მიტომ გვიდგები შარზედა,

გიჯობს, ჭკვიანად წახვიდე,

სანამ თავ გაბამს ტანზედა!" -

"მეც კი გახლავარ ფშაველი,

არ გაგექცევით განზედა,

მოდი, გაუშვით ეგ ქალი,

ნუ გავალთ მუქარაზედა!

თუ ეგ ქალ წაგაყვანინოთ,

წვერიც ნუ მსხმია ყბაზედა!" -

შვიდ ქისტმა, ერთმა ფშაველმა

ხმლები აანთეს წამზედა;

ეგრე ფრინავდა ფშაველი,

რო შავარდენი ცაზედა;

ექვსს წუთში დასჭრა თავები,

მკვდარი შაყარა მკვდარზედა,

მეშვიდეს - ყურებ დასთალა:

"ამბავ მიართვის ჯარზედა!"

შვიდსავ იარაღ აჰყარა,

აისხა ლერწამ ტანზედა,

თავის იარაღ ქალს მისცა,

უთხრა: "დავ, გასწი გზაზედა,

მამას უთხარი, გოდერძის,

კაცს რა გამოლევს ფშავზედა,

ნუ ეტყვი ჩემსა სახელსა,

ჩვენ ვიყვეთ და-ძმობაზედა"...

"თუ შენი გულისაც იყვეს,

ჩვენ ვიყვეთ ცოლ-ქმრობაზედა..."

ქალი შინ გამააბრუნა,

გაჰგზავნა მამის კარზედა...

გამაეთხოვეს ერთმანეთს,

ცრემლი სდიოდათ თვალზედა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen