|
ახალწლის ღამეს ვერ მოვალ შენთან, ვერ დაგიმზადებ თაფლის გოზინაყს... თოვლის გადაღმა გიყურებ მზედან, სიტკბოს გიგზავნი გულის კოვზიდან.
გულის ყური და უკვე თენდება... ცხოვრების ტრიალს, ზამთრის ბაქა-ბუქს მოაქვს სითეთრე ყინვის დენდებად.
ვერ მოგეფერე, ჩემო ძვირფასო... სული სიცივით ამომიხუთეს და ქარიშხლებმა მითხრეს: სძინავსო...
რომ გაგაღვიძებს, იგრძენი მაშინ, გიყურებ მზედან, მოვდივარ მზედან ყვავილების და სიცოცხლის მარშით...
თაფლის მურაბის ტკბილი ბასილა, არ მოიწყინო, ნუ გამიწყრები, სითბოს გაჩუქებ მერე ასწილად. |


