|
დაშრა თვალები... სავანე კი აქვეა, ახლოს, ხელმოცარული მებადური ნაპირს ვერ გავცდი, მინდა გაჩვენოთ ოქროს თევზი ფსკერზე რომ სახლობს და ოკეანის ამოხაპვა მიხდება საცრით.
ტალღების რემა, ჰა, დამსხვრეული, დალეწილი ფრთები - ურჩები, მე დავბრუნდები ირონია როცა დაცხრება, მე დავბრუნდები თუ ამ ტალღებს გადავურჩები. |


