|
განთიადისას მზეს ეშაირე და შეიმოსე ბროლის ვარდები, მითხარ: მოგივალ ახალის ტრფობით და სამუდამოდ შემიყვარდები.
როცა ჰყვაოდა ბაღჩა იებით; მწუხრზე გაფრინდი... და დავიღალე შენზე ფიქრებით, შენის ძიებით...
ამაოდ ჰმზერდნენ ჩემი თვალები... შენ კი... სადა ხარ, უძვირფასესო, და რომელ ყვავილს ეტრფიალები?
ღრუბლიან სევდით ღამდება გული: ო, დამიბრუნდი, უძვირფასესო, ვით განთიადი, ვით გაზაფხული! |
| პოეზიის გვერდი • • • |


