|
უფალი ტიროდა მეგობრის დაკარგვას, - როგორ ჰყვარებია... - ისმოდა ჩურჩული, მუხლები უთრთოდა მარიამს და მართას, სიკვდილი კუთხეში იყო მიკუნჭული.
და არ ანცვიფრებდა უფალი ნანახი, რომელმაც ტაძარში დახლები მილეწა... სასწაულს ელოდა მდუმარე სამარხი.
გამოდი, ლაზარე, სიკვდილი განაგდე!.. ძირს წელისმოწყვეტით დაეცა სუდარა, ლაზარე გამოდის და თეთრად ანათებს.
სასწაულს შეეპყრო მთელი ბეთანია... ჩემი სამშობლოა ლაზარე, რომელმაც წყალი უწმიდესი პეშვიდან დალია...
როგორ ჰყვარებია... - ისმოდა ჩურჩული, მუხლები უთრთოდა მარიამს და მართას, სიკვდილი კუთხეში ეგდო მიკუნჭული. |


