|
მეფერებიან მთები ძმებივით, ჩემი და იყოს ახლა ცა, ნეტავ... ჩემი ცრემლებით მორწყულ ბილიკებს ლურჯი იების წარღვნა წალეკავს.
ყველა ფიქრი თუ აქა გროვდება, ჩემი ცხოვრება, როგორც კოშმარი, უკვე დასასრულს უახლოვდება...
და მიდის ჩემი მატარებელი. . . ისე ნორჩი ხართ, მოგონებებო, თქვენ არასოდეს არ დაბერდებით!
თუ გამოვლილ გზას უკან გავცქერი... მიიღე, მზეო, ეს ჩემი ლექსიც, ვით შვილის კოცნა უკანასკნელი. |


