კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:18

 

 

კვამლი მგონია ფაფარი მერნის

ბუხარში ნედლი რცხილა გასწივის...

"დიდი დათოვა" - ვიტყვი და მერე

ამოვიხვნეშებ ხნიერ კაცივით...


სამფეხა სკამზე, ბუხრის კუთხეში

ზის ჩემი სათნო, კარგი ბებია,

კოხტად უჭირავს საქსოვი ხელში,

წინდის ჩხირები ალზე კრთებიან.


თმები მგონია თოვლის ფიფქები,

შუბლის ნაოჭი - ჩინური ასო,

წინდის ჩხირივით გამხმარ თითებით

ის წინდის თვლებში ალერსსაც აქსოვს.


შვილებზე ხშირად ღამენათევი,

წუხს - შვილიშვილი არ ქორწინდება...

თუ დაიბერტყა კაბის კალთები,

ტკბილი ზღაპრები გადმოცვივდება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ კუხიანიძე  • • •   ზურაბ კუხიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen