კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 16:19

 

რადგან ოდესმე უნდა მოხვიდე, 

აუცილებლად სადმე იქნები, 

გეალერსება გაუკვალავ ზეცის გადაღმა 

გაუმხელელი ჩემი ფიქრები.


შენ ახლა ალბათ ზეცაში ცხოვრობ 

და ზოგჯერ მაინც დაგესიზმრება, 

როგორ მეხვევა უსაშველოდ თავბრუ ყოველდღე 

მტვრით, ხმაურით, ლექსით, "იზმებით’’.


შენ ალბათ ისე ხარ გამჭვირვალე,

როგორც სიკეთე... ანდა ტეხური, 

წელს არ აყვავდა ნეკისხელა ჩვენი ტირიფი -

ახლა წელში გადატეხილი.


მე შენს სახელზე დავრგავ ყვავილებს 

და  ზამთრის პირზე მათთვის ვიტირებ 

და  ამოვხედავ შენს საუფლოს ჩუმი ნაღველით -

ვარსკვლავებით სავსე ვიტრინას...


ალბათ მთელ დღე დარბიხარ ცაზე, 

არ ჩამოგიცდეს ღრუბელზე ფეხი, 

არ მოგამსხვრიოს ანგელოზის პაწია ფრთები 

ბრაზიანმა ბებერმა მეხმა.


ქარს ნუ ენდობი, ქარები ხშირად

უღვთოდ ძირავენ ღრუბლების გემებს

და ჩემი მიწა - დედამიწა - შენი ცის ფსკერი

ელის დამხრჩვალ გემების გვამებს;


არ შეგაშინოს მიწის სიშორემ 

და ღამეებმა თეთრმა და მკაცრმა, 

ახლა მსუბუქად და კეთილად გიბრწყინავს ყელზე 

წვიმის წვეთის წკრიალა აცმა;


მე შენ მიყვარხარ ისე უბრალოდ, 

როგორც სიცოცხლე, მზე და ლექსები, 

ახლა შენ გამო მეშინია გამოუცნობი 

ბედისწერის და ექსცესების.


მიმიხარია სიზმრის ბუდეში, 

რომ დაგიკოცნო თოთო თითები... 

ჩემს სასთუმელთან წევს ზღაპარი, როგორც ნუგეში... 

მოლოდინით თვლემენ მითები...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen