კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 16:27

 

 

რაც უნდა უხმოდ,

ფრთხილად,

მალულად,

რაც უნდა ქარში და წვიმაში,

უჩინარად,

შეუმჩნეველად,

თითისწვერებზე,

გინდ სიბნელეში,

მარტოობაში,

უკუნი ღამით

ან ალიონით გაბრუებული,

შენზე ფიქრს რომ გავივლებ ხოლმე,

ჭრიალებს გული...

ისე ჭრიალებს,

მთელი სამყარო მხარს იცვლის და

ახალი სუნთქვით

აგრძელებს ფშვინვას,

განა იღვიძებს დაფეთებული,

რა ხმა იყოო?!

მაგას ყური აქვს შეჩვეული

ჩემ გულის ხმაზე,

რაღა მთვარეზე ქარს გაერბინოს,

რაღა - სკნელში ღამურას ბარტყებს.

როგორც ძველ კარს ადევს პატივი,

იჭრიალოს გამუდმებით,

ეხეთქოს ზღურბლს

და დირეს ყოველწამს,

მაინც ყველას მისი რიდი ჰქონდეს

და კრძალვა,

მაინც მისგან იწყებოდეს

წეს-სამართალი,

გინდ ცალ ანჯამზე დაკიდებული

მოჭრილ მკლავს ჰგავდეს,

მეც აი, ასე,

სიყვარულო,

სულ რიდით გიცქერ,

ვაი, თუ სახლში არავინ იყოს.

არადა,

ფეხს თუ გადააბიჯებ...

გაგივლებ და,

ჭრიალებს გული.

ღამეს კი სძინავს,

დიდი-დიდი, მხარი იცვალოს,

გაცისკრებას ისე შეხვდება,

თითქოს არავის

სულ არავინ გაევლოს გულში.

გავთენდებით და

დღემ იკითხოს ჩვენი ტკივილი,

დღემ ჩაგვხედოს

არაფრობაში,

მზემ ჩააშუქოს

ჩვენს მარტოობას,

მზე არ იტყვის,

რომ ვერ უწია ფსკერს

თავის სხივი,

მზეს ეგონება,

ალბათ მთვარე

მომეფარაო...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen