|
მხარი მომეცი, როგორც ბერმუხამ შენად მიგულე ტერფით თავამდე, შენს ჩრდილში ასე მამღერე მუდამ, მშობელო, სულის ამოხდომამდე.
ამტყორცნე, იქნებ დავდნე ნისლებად, ციდან წამოვალ სითეთრედ თოვლის სიმღერებად და გამაისებად.
შენს სითბოს ისევ ავუღელდები და მშობლიურ მთებს შორის შთენილი არც მოვიხრები, არც დავბერდები! |


