კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:55

 

 

ბურანში მყოფს ცოცხალ-მკვდარსა

ხმა ჩამესმის ციური რამ:

"ვერ გიმეტებ სასიკვდილოდ!

ჯერ ადრეა!.. ვერ გაგწირავ!.."


თან ჩამოჰყვა, როგორც კიბეს,

სამკურნალო იმ ხმას ძალი:

ვისუნთქე და შევფართხალდი,

გავახილე სუსტად თვალი.


ნათლის შუქმა თვალი მომჭრა,

მომეჩვენა რაღაც ბუნდად...

თითქმის დასი ანგელოსთა

მეხვეოდა მე გარს გუნდად.


ერთს ეჭირა ჩანგი ხელში

სულს ატკბობდა ჟღერით... მღერით

და სხვები კი ბანს აძლევდენ,

თანგრძნობით და გულის ძგერით.


ვთქვი: "სადა ვარ? სად მოვსულვარ?

ვეღარა ვცნობ მე ამ სოფელს!..

ეს ყოფილა, რომ იტყვიან:

ზეცასა და სასუფეველს!!


ეს იმღერაც მალამოა

წრფელი გულის, წმინდა სულის!..

მშობელი და თვით ნაშობი

ზეციური სიყვარულის!


ეს ვიგრძენ და მისუსტებულს

სამკურნალოდ მიმეძინა...

ვფიცავ ღმერთსა, მხოლოდ ამან!..

მხოლოდ ამან მომარჩინა!..

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen