|
წვიმდა, ნაცრისფერ ღრუბელს არ ეტყობოდა დაცლა. ფიქრი პირქუშად დუმდა ფიქრში გაცვეთილ კაცზე...
ჩილიმს ვუსხედით ორნი. და კვამლი კარვის კართან გადაღლილიყო დგომით.
წინათქმა სურდათ ვნებებს. კადრში "ის" - ამას წინათ, ფიქრში მე - წლების მერე...
მკლავი ჩემს მხარზე ედო. ფიქრს კი წაეყო თავი განცდილში სადღაც, ერთ დროს... |


