კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:55

 

ნეტა რა წყალში ჩავვარდე, რით გამოვკვებო ცოლ-შვილი?

ი დასაქცევმა სეტყვამა კარს მომაყენა შიმშილი!..

რას ვიფიქრებდი ბეჩავი? - ცა კამკამებდა ლურჯადა,

სამი დღის ყანა, სამკალი,ზედ კარზე მედგა ბურჯადა.


უცებ გამოჩნდა პაწაწა, მუშტის ოდენა ღრუბელი

მერე გადიდდა, იგრგვინა და წამოვიდა სულ ბნელი...

დასავლეთიდან დაჰბერა, წამოგვაყარა კოხია,

ბალღები დამიწიოკა, მოაძებნინა ქოხია...


ისროდა მუშტის ოდენსა და გრიალებდა წყეული,

მირეგ-მორეგვა ხეხილი, გაწყალდა ანაზდეული!..

ყანა წამიხდა, რა ყანა, ავ თვალს არ ენახვებოდა,

თავ-თავს ქვეშ იზნიქებოდა, სიმძიმისაგან წვებოდა!..


ნეტა რა წყალში ჩავვარდე, რით გამოვკვებო ცოლ-შვილი? -

ი დასაქცევმა სეტყვამა კარს მომაყენა შიმშილი!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაფიელ ერისთავი  • • •   რაფიელ ერისთავის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen