|
ნეტავ სახლში მეტრიალა, რად ვიქეცი ხეტიალად, არ დამყროდა იქნებ მიწა გულზე ყვავილ-ბელტიანად.
ველს დავხნავდი საყამიროს, მოვნათლავდი მიწას ხეშეშს სანერგედ და საყვავილოდ;
გუთნისდედა ყოვლისშემძლე, ავდგებოდი დილით ზეზე ვაზის მოძიძავე მეზვრე.
არცა გვქონდა გასაყარი, გულს მდებოდა დარდად ობი, და სიჩუმე ნასაყდრალის.
გზა უჩემოდ გაგეწალდა, რა მინდოდა მარაბდაში თუ სიკვდილი არ მეწადა! |


