კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:42

 

ალბათ ასეთია ნება ასტრალური 

(ღმერთო, დაილოცა შენი ძლიერება); 

დაუჯერებელი ვნახე სასწაული - 

ორი უბედურის გაბედნიერება!


დღეა უხსოვარი, დღეა სახსოვარი 

ხევით გადმოსული შუქი მაცხოვარი! 

ო, რა მდიდრულია დღეს ეს ქორწინება. 

კაბაც - ნათხოვარი, ჯემპრიც - ნათხოვარი.


ღმერთო, ამათთვისაც, ვხედავ, ჩამოხვედი! 

ამათ გულისათვის ალბათ ჩამოხვედი.

ცრემლი ეცემა და ცრემლი ეწვეთება

ლოცვის მომლოდინე სანთელს ჩამოღვენთილს...


სხვების სიყვარულში ხელს რომ აფათურებს -

ქალაქს, რა მოვკითხო, ქცეულს სეთურებად...

ორი უბედურის - გაბედნიერება...

ორი ბედნიერის - გაუბედურება...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen