კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:50

 

 

მშვიდობით მითხარ შენ სამუდამოდ

გამომიწოდე გულცივად ხელი,

და ფერმკრთალ ბაგემ წყნარად, საამოდ

წაიჩურჩულა ჩემი სახელი.


განთიადისას ვიხილე ტურფავ

კდემამოსილი ეგ შენი სახე;

თუ სამუდამოდ განმშორდებოდი

ახ, რისთვის შეგხვდი, რად დაგინახე!..


რად არ ისურვე ჩემო სულიდგმავ,

ერთად გვეარნა ეკლიან გზაზე,

რად არ ინდომე, რომ ბნელი ღამე

გამთენებოდა შენ დანახვაზე?!!


ცრემლით დასველდა მთრთოლვარე სიმი

გულშივე ჩაკვდა საამო ჟღერა,

კიდევ მაჩვენე შუქმფენი ღიმი,

თორემ ნაღველმა გული დასერა....


მშვიდობით მითხარ, უხმოდ გამშორდი,

აღმომხდა ბედკრულს კვნესა გულისა,

ჩანგს დასწყდა სიმი.... ჩაკვდა აკორდი

გულს მოსწყდა ცრემლი სიყვარულისა...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კონსტანტინე გამსახურდია  • • •   კონსტანტინე გამსახურდიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen