|
ნოხზე აგდია ოქროს საყურე, ჭერი იატაკს ისე დაჰყურებს, თითქოს ის იყოს ბზარის გამჩენი... იატაკზე კი ყრია ნარჩენი სულ ერთჯერადი "გადაძინების", აქეთ - ჰალსტუხი, იქით - მძივები... გუგული საათს იკლებს გინებით... საათის წუწუნს ისმენს კომოდიც, სახლის პატრონი ნელა გონს მოდის. თენდება თეთრი ღამის ფერებად, ქოთნის ყვავილს კი გული ერევა... |


