კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 01:42

 

I

 

ოდესღაც მე შენ სოფელში მახლდი, 

შევსვით პეშვებით ანკარა წყარო, 

ავლაპარაკდით, ავზვავდით, ავწყდით 

და ძაღლის ყეფამ ვერ დაგვაწყნარა, 

ჩვენ გვაღელვებდა ცა უცნაური, 

ნისლი, მინდვრებს რომ გადაეფარა, 

ძეწნის შრიალი, წყაროს ხმაური 

მწყემსები... და ცხვრის გაშლილი ფარა.

 

II

 

მზე ჩადის. სოფლის გარუჯულ ბიჭებს 

გადაუგდიათ წყალში ანკესი.

საცაა ღამე გადმოაბიჯებს,

საცაა გარეკს საქონელს მწყემსი.

ჩვენს თავზე ძერამ გადაიქროლა -

ალბად ძილს უფრთხობს ნაცრისფერ ღალღებს; 

მივყვებით უხმოთ მდინარის სრბოლას

და ვატანთ ფიქრებს მის მღვრივე ტალღებს.

 

III

 

ხშირად სჭრის. შარას რუ მორაკრაკე 

და გადებული პატარა ხიდი, 

ტყეში ბულბული საყვარელს აქებს, 

ურემი წყნარი ჭრიალით მიდის, 

აქ ყველაფერი შრომაზე მღერის, 

წითლად და ყვითლად მინდვრები ელავს, 

ვიღაც მოხუცი გამჭვარტულ წვერით 

ნამგალით ხელში ბალახებს სცელავს.

 

IV

 

გამძღარა მინდვრად ტიღურა ძროხა; 

იცოხნის, მოდის მძიმე ნაბიჯით, 

პატარა გოგოს ხბოები მოჰყავს, 

მორეკავს ბატებს პატარა ბიჭი. 

ცა არის თეთრი, უღრუბლო, მკრთალი, 

სდგას გზის ნაპირად ობოლი ვერხვი, 

სადღაც საქონელს ეძახის ქალი 

და მიდის სახლში ყანიდან გლეხი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - საფო მგელაძე  • • •   საფო მგელაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen