კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 01:50

 

 

აღარ მაქვს ღონე ლექსის საწერად -

ბოროტმა მგზავრმა მომიგო შანი

დაშრა უეცრად ოცნების ფშანი

ცივმა აკვანმა გული დასერა.


ედება თვალებს ცრემლი ფაცერად,

რომ ვერ გიშველა ნაკურთხმა შანმა

პატარა ხელებს წაერთვა ჯანი

და გადაბრუნდა მზე ალმაცერად.


როცა ამოდის მთვარე უდაფნო

და სასაფლაოს ჭიშკარს კეტავენ

უფრო მიჭერენ მტანჯველ აღვირებს.


ახ, ეს ქვეყანა იქცა უდაბნოდ

და შენს მაგიერ, შვილო ქეთევან,

ვეთამაშები პატარა ვირებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen