|
ეს ღამე თოვლში ნებივრობს, თოვლს დაუფარავს მთა-ველი, აღარც კი დარჩათ ჭიუხებს მწვანე სულ ერთი მტკაველი.
მონადირისგან დაჭრილი, დაბორიალობს კლდე-ღრეში, ვერ უპოვია ადგილი,
თავისიცა და მრავლისაც... ვინც მოვა დედამიწაზე, მიუხედავად სწავლისა -
წესს არ დაგიდევს ხვალისას. ერთია! ერთხელ ნადირობს! ტირილს არ უსმენს დალისას:
გწამდეთ ღვთის ძალა სამისა: სულისა - სულიწმიდისა, მამა ღვთისა და ძისაო, ნუ იზამთ ისეთ საქმესა, არდაწერილსა ღვთისაო;
"ტყე შეუნახეთ შვილსაო", ერთხელ ხართ, ერთხელ მოჰკვდებით, ძვლებს ჩაჰყრით მიწის ძირსაო.
ნუ სძიობთ ძვირის-ძვირსაო, ნუ ჩამოაგდებთ მთვარესა, ნუ ესვრით შვილთაშვილსაო...
თოვლს დაუფარავს მთა-ველი, არა ჩანს დედამიწაზე კაცთ ნაკვალევი, მტკაველი.
გასწყვიტე შვილით, წილითა? - თვითონ ქმნა, რაც არ იქმოდა, ამოსწყდა ძირის-ძირითა...
ყელებ შაკრულა მთებისა, ვის მოსწყენია სიცოცხლე, გზას ის ვინ დაადგებისა... ქვეყნად აღარ ჩანს სიცოცხლე, ვინც ამ გზებს დაადგებისა;
სანამ ძალა გაქვს შვებისა, სანამდის შენი სიწმინდე, შავ მიწას ეფინებისა,
სამარეების წყებასა, სანამ არ გამოაცოცხლებ კაცთ გულის გაქვავებასა.
ცაო, შენს გახარებასა, იქნება აღდგეს კაცის ძე, ხარობდეს შენს არსებასა!
ღვთივჩანაბერი სულითა, იბრუნოს, ისე იბრუნოს, თვითონ ტკბებოდეს ბრუნვითა,
კაცთ შრომის ჭირნახულითა, თოვდეს, ბარდნიდეს, ცა ქუხდეს ლამაზი სალამურითა;
ძღებოდეს ღმერთის პურითა, გული ვერ მოკლას მტრის ხელმა, გული გულობდეს გულითა,
დაწყობილობით სრულითა, კაცი და ია ცოცხლობდნენ მაღალი ღმერთის რჯულითა,
თავიანთ მოდგმის კრულვითა, ცა დარჩეს ღმერთს სამსახუროდ: თავისი სამსახურითა! |
| პოეზიის გვერდი • • • |


