კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:49

 

თავით ლაჟვარდი გაგირღვევია,

გარინდებულხარ ზვიადად მდგარი,

გებრძვის მუდამ და ვერ მოგრევია

ათასწლოვანი წვიმა და ქარი.


ასე იდექი, ბრგე ციტადელი

გამბედაობის და სიქველისა;

მტერს არ დაუთმე კუთხე ნათელი,

მხარე მშობელი რუსთაველისა.


ბევრი კი იყო მომდგარი მტერი,

გადმოხვეწილი ბნელი ბრბოები

იღებებოდა მეწამულ ფერით

შენი კედლების ციცაბოები.


როგორ იბრძოდა საწყალი მიწა,

მარად ნარბევი, მუდამ გვემული,

სამკვდრო საწოლზე რამდენჯერ მიწვა

და კვლავ წამოდგა ძალმოცემული!


შენ კი ფარხმალის ტევრით ელავდი

უპატიჟებელ სტუმრებს ჩვეული.

მტკვარს გაატანე მომხდური ბევრი

ბამბის ქსოვილით თავშეხვეული.


სჩეხდი ურდოებს მკლავით მარჯვეთი,

მაგრამ გაშავდი, მსგავსად თუჯისა,

როცა დაეცა ტაო - კლარჯეთი

და ციხეები არტანუჯისა...


ბევრი გინახავს ომი და ზავი,

ხარ ვალმოხდილი დიდიხანია,

და ჩვენს ბრწყინვალე ჟამამდე თავი

დაუნგრეველად მოგიტანია.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen