ღმერთო!
შენ რადგან მართლა ხარ ღმერთი,
დავემხე შენთან მოწყალე ფერხთით
და სათხოვარი მოგართვი ერთი:
ალბათ, ათასი ცა გამეხსნება
და ღრმად მორჩილი ვიქნები ერთობ,
ბიჭებს,
რომლებიც გამასვენებენ,
ბიჭებს, რომლებიც გამიხსენებენ,
ნუ მომიკლავ და ნუ წამგვრი, ღმერთო!


