კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 01:50

 

ჩემი მზეც ჩადის,

ცისკიდურზე ჩნდება ხანძარი,

ბინდბუნდში მთათა მწვერვალები

ყინულს ალხობენ...

გახსოვს, გულიდან

სტრიქონების რა სპა დავძარი

და მზე მამულის

ოდნავაც ვერ მივიახლოვე.


წუხელ თურქული მახვილივით

მთვარე ეკიდა,

ღრუბლის კოშკები

ქარებმა რა ჟინით არბიეს,

ამოამზევეთ

ფირუზები ზარდახშებიდან

და ჩემს სარეცელს

ლურჯ ცრემლებად მიმოაბნიეთ.


აღარ ყვავილობს ძველებურად

ჩემს კართან ნუში,

აღუვსებელი სურვილების

ჯამი იცლება

და სიყვარული,

სახადივით რომ მჭირდა გულში,

ის სიყვარულიც

ჩემთან ერთად გარდაიცვლება.


შენ ნუ გაშინებს,

თუ ამ გზიდან ვერ დავბრუნდები,

ხომ არის ჟამი აღვსების და

ჟამი გაცვეთის,

გაფანტეთ ქარში

ლალები და იაგუნდები,

წამ სიცოცხლეზე არ იცვლება

რადგან არც ერთი.


ჩადის ჩემი მზეც,

ცისკიდურზე ჩნდება ხანძარი,

ბინდბუნდში მთათა მწვერვალები

ყინულს ალხობენ...

გახსოვს, გულიდან

სტრიქონების რა სპა დავძარი

და მზე მამულის

ოდნავაც ვერ მივიახლოვე.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen