მთარგმნელი: ვახტანგ ბეწუკელი
|
სად დაისვენებს დაღლილი მგზავრი, განსასვენებელს სად ჰპოვებს ბინას, სამხრეთში, სადაც სიცხე დგას მძლავრი, თუ ჩრდილოეთში რაინის პირას?
უცხო მოზარემ დამმარხოს ვიშით, ან მოვისვენო ადგილს უდაბურს გადაფარულმა ზღვის ლურჯი ქვიშით.
შემომეხვევა გაშლილ მკლავებით, ჩემს თავზე, როგორც ცხედრის სანთლები იციმციმებენ ცის ვარსკვლავები. |


