კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:26

 

I

 

იყო საღამო, მოხსენება, ხალხი მრავალი 

მეც იქვე ვიდექ, ვიდექ უცხოდ, უცხო დარბაზში,

უცქერდი მგოსნებს, ხელოვანებს გამომცდელი თვალით, 

მაგრამ შენ ერთი სულს სხვა გვარად სჩანდი ამ რაზმში. 

ბევრი რამ ითქვა საგულისხმო, ლამაზი, წმინდა, 

შენ ისევ სდუმდი, შემდეგისთვის თავს ინახავდი, 

ადექ... სიტყვები აელვარდა, დატყდა, დაცვინდა, 

შენ მეფე იყავ ხალხთა შორის, შენ.. ღმერთებს ჰგავდი.

 

II

 

გული ვერ იტევს ამ სიხარულს, ამ განცდას მწვავეს 

და ვიცი ეხლა ვინ მიყვარდეს, ავტირდე, ვისზე? 

ოკეანეში მიმოვცურავ გაბზარულ ნავით

და ქარიშხლის ფრთით დავნავარდობ უფსკრულის პირზე 

იწვება სული, იხლართება ცეცხლის რკალები,

მაკრთობს ლეგენდა, ლევკადია, საფო, ფაონი, 

მოდის ლანდები შესუდრული, ჩუმი, მკრთალები, 

ჰკრთის სახეები, ჰკრთის ფერები, იზრდება ფონი.

 

III

 

ო, როგორ მხიბლავ მაგ უცნაურ ლაღ ღიმილებით 

მაგ გამოხედვით მირღვევ სულში უვალ ნაპრალებს, 

მოგირთავს პორფირს უძვირფასეს ოქროს ღილებით 

თუ სინამდვილე არ გამწირავს და შემიბრალებს, 

ცამ მე მაჩუქა შენი სული სათანამგზავროთ

და მგზავრს ვინ ეტყვის: „ნუ გხიბლავსო შენ ოაზისი“, 

გზა უდაბური უნდა მარტოთ გადავატარო

ცამ ჩემთვის შეგქმნა და შენ კარგო რადა ხარ.. სხვისი?!

 

IV

 

იყო ოდესღაც მწუხარება, იყო და გაჰქრა... 

მე ეხლა მინდა რომ მივეცე მაისურ ლხენას, 

ისევ ვიგონებ ძველ ელლინებს, რომს, მელეაგრას; 

და მის საყვარელს, მის პატარა აისიგენას. 

აისიგენა.. ეს სათუთი, ნაზი ყვავილი

ბედის გრიგალმა რომ დახია, დასწვა, გასრისა, 

მეც მისი ხვედრი არ ამცდება, მეც მის ხვედრს ველი, 

თუ შენ, ძვირფასო, ვინც მგონიხარ არა ხარ.. ისა!

 

V

 

მეძახი. მე კი ვჭირვეულობ ჯიუტ ბავშივით, 

მესმის: „მოდი აქ საყვარელო“, იმ გვარად თქმული, 

რომ ამათრთოლებს ეს სიტყვები, ამავსებს შიშით 

თუმც მხიბლავს ისე ვით მუსიკა ნაზი, ქართული. 

„მოდი აქ კარგო, საყვარელო“. მომესმის ისევ

ო, მინდა ეს ხმა მუდამ ბგერდეს, მუდამ მიყვარდეს, 

თვალებს გავახელ, სიზმარია, ვგრძნობ უხალისოთ 

ვხედავ ჩემს ოთახს, წიგნებს, ვაზას და.. დამჭკნარ ვარდებს.

 

VI

 

სად იყავ დღემდის, რომელ კალთას ეფარებოდი? 

ვის ყავდი ტყვეთა, ამორძალებს თუ... ჯადოქარებს? 

გაჩენის დღიდან შენ მიყვარდი, შენ ერთს გელოდი, 

გიპოვე და მეც შემოვანგრევ მაგ გულის კარებს, 

რომ გრიგალივით შევიჭრა იქ და ჩემი ლექსით 

აგაზვიადო, მოგცე კვერთხი მეფური ხელში. 

მაგ ამაყ სახეს მე გადავწვავ გიჟურ ალერსით 

და ცეცხლის ფრთებით გაგიტაცებ მზიურ მხარეში.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - საფო მგელაძე  • • •   საფო მგელაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen