|
ისევ დაგმოძღვრა სინანულმა და დაგარიგა, სმენად ქცეული სიჭარმაგე წარსულს დანატრის და განახლებულ სამსხვერპლოსთან წმინდა ტარიგად გინაზღაურებს სიყვარული თავის დანაკლისს.
გზის გასაყართან შემოგხვდება მთა გუდამაყრის, დღეების რიგი ჩარიგდება სხვა თადარიგად და ოქროცურვილ შემოდგომას თავზე დაგაყრის.
ასე ყოფილა, ასე არის, ასე იქნება; გახსოვს საღამო? - ნასაყდრალთან კედლებს აკოცე,
მზის ანარეკლი ეცემოდა ზოდიაქოზე და ვერძის ნაგრამს ამჯერადაც კურო უტევდა... |


